|
2023-04-05 00:12:23, 1207 ნახვა
მსოფლიო
როგორ მუშაობს ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია აშშ-ში
როგორ მუშაობს ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია აშშ-ში - ამ სათაურით სტატიას, დონალდ ტრამპის პროცესის პარალელურად "ამერიკის ხმა" ავრცელებს. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია, ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში ცენტრალურ როლს ასრულებს. დიდ კოლეგიას ევალება, მოისმინოს პროკურორებისა და მოწმეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შემდეგ, ფარული კენჭისყრით, გადაწყვიტოს, არის თუ არა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის საკმარისი მტკიიცებულება. ასეთი დანაშაული შეიძლება იყოს სისხლის სამართლის ნებისმიერი დანაშაული, რომელიც მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ფედერალურ სისხლისამართლებრივ დევნაში, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის მონაწილეობა აუცილებელია. ამიტომაც, შეერთებული შტატების ბევრმა შტატმა, მსგავსი სისტემა მიიღო. თუმცა, ზოგიერთ შტატში, პროკურორებს ასევე შეუძლიათ თავიანთი მტკიცებულებები მოსამართლეს წარუდგინონ, რომელიც გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ვინმეს რაიმე დანაშაულის გამო ბრალი წარუდგინონ. ფედერალური ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია 16-დან 23-მდე წევრისგან შედგება. საბრალდებო დასკვნის, - ფორმალური ბრალის წაყენებამდე, საჭიროა უბრალო უმრავლესობა, მაგალითად 23 ნაფიცმსაჯულიდან, მინიმუმ 12 შეთანხმდეს. ნაფიცმსაჯულთა კოლეგიის წარმომადგენლებს, რიგითი მოქალაქეების იმავე ჯგუფიდან არჩევენ, საიდანაც ნებისმიერი სასამართლო პროცესისთვის ნაფიცი მსაჯულები ირჩევიან. მათი გამორჩევა ხდება საჯარო ჩანაწერებიდან, როგორციაა მართვის მოწმობის რეესტრი, ასევე, ამომრჩეველთა რეესტრი. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის წარმომადგენლები, 18-დან 36 თვემდე მსახურობოენ. როგორც წესი, თვეში რამდენჯერმე იკრიბებიან და აქვთ უფლებამოსილება დაკითხონ მოწმები, ასევე გამოსცენ ორდერი, პირის სასამართლოში გამოძახების შესახებ. „გარდა იმისა, რომ ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის მუშაობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოლეგია წყვეტს ვის წაეყენოს სისხლის სამართლის ბრალი, ეს ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის სისტემაში, მოქალაქეების ჩართვის კუთხით. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის სისტემა, გარკვეული გაგებით, ხელისუფლების პატიოსნების შენარჩუნების მცდელობაზეა დაფუძნებული“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პიტერ ჯოი, სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. თავდაპირველად, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის შექმნის იდეა მოაზრებული იყო როგორც ერთგვარი დაცვა, ხელისუფლების ძალაუფლების გადამეტებისგან. სწორედ ამის გამო, დამფეძნებელმა მამებმა, ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგიის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანეს. მაგრამ, ყოფილი გენერალური პროკურორი, ბრიუს გრინი არ არის დარწმუნებული, რომ ე.წ. „სახალხო პანელი“ ამ ფუნქციას მნიშვნელოვნად ასრულებს. „თუ დამფუძნებელი მამების თავდაპირველი იდეა იყო, როგორც მე მწამს, რომ ეს ემსახურებოდა მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვას... ეს, ალბათ, არ არის ხალხის დევნისგან დასაცავას ეფექტური ინსტრუმენტი. არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ თუ პროკურორი მოახერხებს მათ დარწმუნებას, რომ ვიღაც დამნაშავეა, მათ შეუძლიათ მიაღწიონ საბრალდებო დასკვნას მიუხედავად იმისა, არის თუ არა პირი დამნაშავე“ - ამბობს გრინი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. ნაფიცმსაჯულთა დიდი კოლეგია, ბრალის წაყენებაზე უარს იშვიათ შემთხვევებში ამბობს. 2010 წელს სამთავრობო სტატისტიკამ აჩვენა, რომ ფედერალურმა ნაფიცმსაჯულთა დიდმა კოლეგიამ, საქმეების 99%-ის შემთხვევაში, პირს ბრალი წაუყენა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)