2023-04-04 23:54:43, 1576 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე - თავისი საქმის პროფესიონალია, რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში
ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ ახლობელს წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ, რაც შეეხება ჩემს დისშვილს, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე დანიშვნას. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაისაჯოს მისი დისშვილი მხოლოდ იმიტომ რომ მას ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს. ელისაშვილმა დასძინა, რომ მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მაგრამ არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია, მათ შორის არც ნათიასთვის. "ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი. დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი", - განაცხადა ელისაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კობახიძე - საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე ფარსია
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება
Aljazeera - ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა
განათლების სამინისტრო - ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა
|
ომი უკრაინაშირუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 670 190-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
არჩევნები 2024
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - მოვუწოდებთ ცესკოს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნაზე
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი შეიქმნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|