02:40 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 09:19:29, 1372 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას გმობს და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან ჰერშკოვიცის დაკავებას გმობს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, დაკავებულ ჟურნალისტთან საკონსულო წვდომის მოპოვებას ცდილობენ.

პრესმდივნის თქმით, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ დატოვონ.

"რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰერშკოვიცის  დაკავებას. მსურს მტკიცედ გავიმეორო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება და არ გაემგზავრონ რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა", - განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჰერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics