|
2023-03-17 12:48:23, 1549 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დასაქმებისა და საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე აისახა
2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახა დასაქმების და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში ფიქსირდებოდა საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, თუმცა, ამ კუთხით გამორჩეულია 2022 წლის მეოთხე კვარტალი, როცა ხელფასების 21 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო ხელფასმა 1773 ლარი შეადგინა. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეალური ხელფასის ზრდა, ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით, დაახლოებით 10 პროცენტია, რაც, შესაბამისად, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იზრდება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი და მათი მსყიდველუნარიანობა" - განაცხადა ცინცაძემ. მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად, ის ტენდენციები, რაც ეკონომიკაში ფიქსირდება, პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)