|
2023-03-15 14:39:40, 1704 ნახვა
კომენტარი
ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი - საქართველოში კანონი უნდა გამოიცეს, რომ ანტიპუტინისტი რუსების შესვლა აკრძალულია
მეჩვენება, რომ დროა, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შესვლის შესახებ ოფიციალური კანონი გამოსცეს,- ასე ეხმაურება რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ანა მონგაიტი მისი კოლეგის, ალექსანდრა შევჩენკოს საქართველოში არ შემოშვებას. მონგაიტის თქმით, კანონში მითითებული უნდა იყოს, რომ ანტიპუტინისტ და დემოკრატიული შეხედულებების მქონე რუსების ქვეყანაში შესვლა აკრძალულია. "ჩვენი კორესპონდენტი საშა შევჩენკო არ შეუშვეს საქართველოში, სადაც ის ცხოვრობს. საშა რიგადან გაფრინდა, სადაც 10 დღე გაატარა. დეპორტაციის შესახებ განცხადება მან 15 წუთში მიიღო. როგორც ყოველთვის, კონკრეტული ახსნა-განმარტების გარეშე. მეჩვენება, რომ დროა, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შესვლის შესახებ ოფიციალური კანონი გამოსცეს, სადაც მითითებული იქნება: ანტიპუტინისტ, დემოკრატიული შეხედულებების მქონე რუსების შესვლა აკრძალულია. ყველაფერი მაშინვე გაირკვეოდა და არცერთი ჩვენგანი არ დახარჯავდა ფულს ბილეთებზე. მართალი გითხრათ, ძალიან მენატრება საქართველო და ეს მორიგი უსამართლობა საშინლად მაწუხებს",- წერს მონგაიტი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა. 12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)