2023-03-03 10:32:52, 1433 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც რუსულ კომპანიებს საავიაციო ტექნიკას აწვდიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კანზას-სიტიში ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დახმარებაში არიან ბრალდებული.
აშშ-ის ორივე მოქალაქეს - კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალი ედებათ შეთქმულებაში, კონტროლირებადი საქონლის ექსპორტში ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბებაში და აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევით საქონლის კონტრაბანდაში.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუიანოვსკი და რობერტსონი ფლობდნენ და მართავდნენ KanRus Trading Co.-ს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებს თვითმფრინავის ელექტრონიკას აწვდიდა და სარემონტო მომსახურებას უწევდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეს FBI და კომერციის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისი იძიებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,