|
2023-03-01 11:56:36, 1780 ნახვა
სამხედრო
სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამსახური ისე, რომ არ შეეშალოთ სწავლაში ხელი - გრიგოლ გიორგაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე საუბრისას იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაიარონ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა მოქნილია სტუდენტებისთვისაც და მათი გადამზადება 4 წლის განმავლობაში არდადეგების ხარჯზე მოხდება: „ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა - შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს“. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები, იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფები, ადგენს კონკრეტულ ციფრს. ასევე, ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთან - გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ ამ რეალობიდან გამოდის,“ - აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად 4 - წლიანი პროგრამა. „სტუდენტს ექნება 4 არჩევანი - შეუძლია აიღოს აკადემიური ან 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი გაიაროს, მაგრამ დასჭირდება აკადემიური. თუ მას უნდა შეუთავსოს სწავლას, მაშინ არის ოფცია 4- წლიანის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს. ეს არის რეზერვის ოფიცრის პროგრამა. აქაც შეუძლიათ სტუდენტებს მონაწილეობა და არ შეეშლებათ ხელი სწავლაში იმიტომ, რომ ესეც უქმეების პერიოდზეა აგებული. გარდა სტუდენტებისა, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, მათაც შეუძლიათ ამ პროგრამით ისარგებლონ“, - აღნიშნა მან. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გადავადების საფუძველი რეფორმის შემდეგ აღარ იქნება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სტუდენტი შესაძლოა გაწვევას დაექვემდებაროს. „დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი როგორც გადავადების საფუძველი, ვიდრე მას აქვს სტუდენტის სტატუსი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არა სტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ამ ოპციებს“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)