|
2023-02-15 13:03:36, 1663 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს
„საქართველოს ბანკი“ სტარტაპების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება, 17 თებერვალს, TERMINAL-ში გაიმართება, სადაც Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს. პანელურ დისკუსიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ თუ როგორ მიაღწია წარმატებას Payze-მ, როგორია იყო Shopify-სა და Wix.com-ის პარტნიორი, ამასთან ერთად გაიგონ, თუ რა გამოცდილება მისცა და როგორ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-სა და 500 Georgia-ში. სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები ისეთ თემებზე როგორიცაა: საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება. პანელური დისკუსიის შემდეგ კი, ტრადიციულად, ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ. „დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ის თუ როგორ ცდილობს სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, ჩვენი ღონისძიებების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილმა სტარტაპებმა შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენი მორიგი ღონისძიებაც მათთვისაა, ვისაც სურს მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, მის უპირატესობებსა და სირთულეებზე“ - განაცხადა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დაინტერესებული პირები კი, რეგისტრაციის გავლას წინასწარ, მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-dances-with-giants-partnering-with-shopify-wix-and-visa/ ცნობისთვის, Payze, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულია, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცა. Payze - ეს არის ქართული ფინტექ-კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, ანგარიშწორების საკითხებში მოგვარების ახალ გზებს სთავაზობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)