|
2023-02-09 13:47:59, 1224 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა
საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი „თიბისის“ ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners 250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო. მიღებული ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტარტაპს, რომელიც ბაზარს აუქციონების მართვის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობს. „ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ Artisio-მ საკვანძო ეტაპს მიაღწია - მოვიპოვეთ დაფინანსება Jenson Funding Partners-ისგან, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე ორიენტირებული სარისკო კაპიტალის მმართველი კომპანიაა. გარდა სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვისა, ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო მრჩევლები, გვაქვს Jenson Funding Partners-ის მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური და ოპერატიული ექსპერტიზა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს. ეს დაფინანსება კი საშუალებს მოგვცემს, რომ აუქციონების ინდუსტრიას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ასევე გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გავუშვათ ჩვენი პლატფორმა ახალი მომხმარებლებისათვის,“ - ამბობს Artisio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერდია ყამარაული. Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას იძლევა მივუერთდეთ და გავცვალოთ მონაცემები მესამე მხარესთან. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას აუქციონების მეშვეობით ახდენს, ხოლო ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. Artisio-მ ფუნქციონირება 2021 წლის დასაწყისში დაიწო და ამჟამად აუქციონის ბიზნესში 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მას რუტინული ამოცანების გასამარტივებლად და აუქციონის მართვის მთელი პროცესის ავტომატიზებისთვის (ინვენტარის მართვა, გაყიდვა და აუქციონის შექმნა, კლიენტების მართვა, ანგარიშგება და ანალიტიკა, ინვოისი და გადახდები და მეტი). Artisio-ს გუნდი მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს, სტარტაპის მიზანია მომავალში შექმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ე.წ onboarding -ის პროცესს პლატფორმის ახალი მომხმარებლები დამოუკიდებლად გაივლიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)