|
2015-02-07 13:45:40, 1489 ნახვა
პოლიტიკა
კუბლაშვილი მისი შემცვლელის კრიტერიუმებს ასახელებს
ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ესენია კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება. მისივე შეფასებით, ახალი თავმჯდომარე სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს. "კონკრეტულად კანდიდატებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება ზოგადად შემცვლელს, ის ჩემი აზრით, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ეს არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი", - განაცხადა კუბლაშვილმა. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს, კუბლაშვილის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს შეეძლო გადაწყვეტილება "ყოველგვარი დიდი კონკურსების გარეშე მიეღო, თუმცა უფლება ჰქონდა ასეც მოქცეულიყო".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)