19:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 17:56:03, 1828 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - ყირიმზე კიევის თავდასხმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

ყირიმზე კიევის თავდასხმის  შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კიევი ყირიმს დაარტყავს არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ არის განადგურდება.

“ [თუ კიევი დაარტყავს ყირიმს] ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება
ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით", - განაცხადა მედვედევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics