18:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 22:23:14, 1932 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - 80 წლის შემდეგ ჩვენ ისევ გერმანული ტანკების წინაშე ვდგავართ

ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის დასრულებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნაცისტური იდეოლოგია და გერმანული წარმოების ტანკები.

მან დასძინა, რომ ვისაც ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების იმედი აქვს, მათთვის რუსეთთან თანამედროვე ომი ძალიან განსხვავებული იქნება.

"ეს დაუჯერებელია, მაგრამ მართალია, ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ლეოპარდის ტანკები. ახლა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციზმის იდეოლოგია, უკვე მისი თანამედროვე სამოსით, მისი თანამედროვე გამოვლინებით, კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მათ, ვისაც რუსეთის დამარცხების იმედი აქვს ბრძოლის ველზე, არ ესმის, როგორც ჩანს, რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის ძალიან განსხვავებული იქნება“, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics