18:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 09:57:00, 1750 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთს სიმბოლიზმი უყვარს, შესაძლოა შეტევა ომის წლისთავზე, 24 თებერვალს სცადოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური თავდასხმა ომის წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს სცადონ.

მისი თქმით, რუსეთს სიმბოლიზმი უყვარს და შესაბამისად შეეცდებიან 24 თებერვალს რაიმე მოიმოქმედონ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ინიციატივა დავკარგოთ... ვფიქრობთ, ისინი ცხოვრობენ სიმბოლიზმით, შესაბამისად შეეცდებიან რამე მოიმოქმედონ 24 თებერვალს... ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმითვე, რუსეთის შეიარაღებული ძალებს შეუძლიათ განახორციელონ შეტევა ორი მიმართულებით - დონბასი ან სამხრეთი.

„მათ ოფიციალურად გამოაცხადეს 300 000 მობილიზებული ჯარისკაცის შესახებ , მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ჯარებს საზღვრებზე, ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს ბევრად მეტია",- განაცხადა რეზნიკოვმა.

ამასთან, რეზნიკოვის თქმით, პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის იარაღით მომარაგება, რაც შეიძლება მალე, რადგან ომში ყველაფერს ინიციატივა წყვეტს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics