18:07 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 22:03:42, 1193 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე - მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა უსაფუძვლო გამონათქვამები

მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად კვლავ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს და მათ შორისაა გუშინ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ. რატი ბრეგაძის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ პოლიტიკური მანიპულაციის საგანია.

„ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის  არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება. ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში სააკაშვილის ადვოკატისა და მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისგან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები. კლინიკა ,,ვივამედის"  დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილ იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც, მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. ეს, საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის  ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა; ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი