|
2023-02-01 20:14:26, 1970 ნახვა
ზელენსკი სააკაშვილზე - ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ, ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს. „ეს არის უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხელ სააკაშვილის ფოტოები საერთაშორისო მედიას და დიპლომატებს უჩვენა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)