|
2023-02-01 12:41:07, 1434 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახური ინვესტიციით კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თბილისში ახალი სასტუმროს, „ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი"-ს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო ყაზახური ინვესტიციით აშენდა, პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ" განახორციელა. სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რომელიც მორგებული იქნება როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ობიექტი შეემატა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, საერთაშორისო ქსელური ბრენდი - Holiday Inn Express. მინდა, ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩათვალა, რომ საქართველო ნამდვილად იყო ის მიმართულება და ქვეყანა, სადაც ასეთი მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და რომელიც წლების განმავლობაში ერთად ვაშენეთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა თავის სიტყვაში. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტორმა ძალიან სწორად შეაფასა ის კონკრეტული ნიშა, რომელიც ნამდვილად აკლდა დედაქალაქს და ბიუჯეტური, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდით შემოსვლა გადაწყვიტა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ინვესტორისთვის კი მორიგი მოტივაცია. იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში ის არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა, ჩვენთვის საინტერესო, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში განიხილავს ასეთივე პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ საქართველოში კიდევ მეტი ყაზახი ტურისტის და არამარტო მათ მოზიდვას - დივერსიფიკაციის პოლიტიკით და მეტი პირდაპირი ფრენებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)