|
2023-02-01 11:09:50, 1489 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი“, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. "საერთაშორისო ბაზარზე ბანკების მსხვილი პარტნიორების საჭიროებების კვლევებით ვლინდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. აღნიშნული ჯილდო იმის დასტურია, რომ პარტნიორების ამ საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. 2023 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში მხარდაჭერას, რაშიც ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, „თიბისის“ ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგვეხმარება", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. „2022 წლის განმავლობაში, ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სტაბილურად მზარდი იყო, რაც პანდემიის გამო, ავტომატიზებულ პროცესებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი წლევანდელი გამარჯვებულები, ლიდერები არიან კონკურენტულ ბაზარზე პარტნიორებისათვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების კუთხით", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, „თიბისის“ გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. წელს, რიგით 23-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო პროვაიდერები მსოფლიოს 102 ქვეყანასა და 8 რეგიონში დაასახელა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)