17:57 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 17:46:14, 1682 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - უკრაინის ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება

უკრაინის ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

შოლცის თქმით, რუსეთის ახალი შეტევის საფრთხე მანამ იქნება აქტუალური, სანამ რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ გერმანიის კანცლერი თვლის, რომ მოლაპარაკების პროცესის განბლოკვა მნიშვნელოვანია. 

ლულა, რომელიც მანამდე ირიბად ადანაშაულებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრისკენ წაქეზებაში, თავის მხრივ თქვა, რომ მზად არის იმოქმედოს, როგორც "მშვიდობისმყოფელი" და უბიძგოს მეომარ ქვეყნებს "მშვიდობისკენ".

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონის კვლავ ესაუბრება. შოლცის თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics