16:10 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 23:35:07, 1206 ნახვა

კომენტარი
ჯიშკარიანი - ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურო სასამართლო პროცესები და სააკაშვილი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანონ

ასეთი რამე არ მომხდარა, რომ პატიმრის წინააღმდეგ გაელაშქროს იუსტიციის მინისტრს და ექსპერტიზის დასკვნის დასკვნის გასაკეთებლად მიემართოს სამხარაულისთვის, - ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრი "ემპათია" მუშაობს დასკვნის დასკვნის დასკვნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ცუდია თვითონ პაციენტ სააკაშვილისთვის და ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურონ სასამართლო პროცესები და მესამე პრეზიდენტი მიიყვანონ კრიტიკულ ზღვრამდე.

"ასეთი რამე არ მომხდარა, რომ პატიმრის წინააღმდეგ გაელაშქროს იუსტიციის მინისტრს და ექსპერტიზის დასკვნის დასკვნის გასაკეთებლად მიმართოს სამხარაულს. დღეს ადვოკატებმა ცხადად აჩვენეს პროცესზე, რომ ეს იყო დაუშვებელი მტკიცებულება. ყოველგვარი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არის ჩატარებული ექსპერტიზა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას თვითონ, ცენტრი ემპათია მუშაობს ამ დასკვნის დასკვნის დასკვნაზე. ეს ყველაფერი ცუდია თვითონ პაციენტისთვის პირველ რიგში. ეს არის უკვე შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურო სასამართლო პროცესები და მიიყვანონ კრიტიკულ ზღვრამდე. არ ვიცი, რას ელოდებიან უნდა მოკლან მიხეილ სააკაშვილი თუ რა დავალება აქვს მიღებული ამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს? რატი ბრეგაძემ ემპათიის დასკვნას რაც არ უნდა უძახოს, უტყუარი არ არისო, ეს არის ემპათიის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დისკრედიტაციის სურვილი ექსპერტების მიმართ. ემპათიის დასკვნა იმდენად დასაბუთებულია და იმდენად მაღალი სტანდარტისაა, რატი ბრეგაძე კი არა, მთელი სამხარაულის ბიურო ორღობედ რომ არის გადაქცეული, ყველა რომ ჩაებას ამაში, მთელი საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, გვერდს ვერ შემოუვლიან. იქ არც ერთი სიტყვა არც მეტი წერია და არც ნაკლები", - თქვა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი აღმოაჩნდა.

ამის შემდგომ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა, რომ გაეკეთებინა ცენტრი "ემპათიის" დასკვნის დასკვნა.

დასკვნის დასკვნის გამოცხადების შემდგომ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ცენტრი "ემპათიის" მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არ არის სანდო და სარწმუნო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი