20:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 15:48:45, 3537 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი პუტინის მუქარაზე - რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო სწორედ - სიცრუე

რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სიცრუე უწოდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინი თავდასხმით დაემუქრა. 

პესკოვის თქმით, BBC-ის მომზადებული "ყალბი მასალების ყურებაზე" დრო არც უნდა დაიკარგოს. 

"რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორედ, სიცრუეა", - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაშინ "ფაქტობრივად ვერ გაიგო", რაზე ესაუბრებოდა პუტინი მას. 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოფიციალურად: ეს სიცრუეა, რაკეტებით არანაირი საფრთხე არ ყოფილა. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრებთან, ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვს რამდენიმე წუთში მიაღწევს. თუ ეს პასაჟი ასე იქნა გაგებული, ძალიან უხერხული სიტუაციაა“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გაზეთებმა The Daily Telegraph-მა და Daily Mail- მა გამოაქვეყნეს ბორის ჯონსონის სიტყვები დოკუმენტური ფილმიდან "პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ", სადაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. 

BBC-ის დოკუმენტურ ფილმი სახელწოდებით „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნული სატელეფონო საუბრის დეტალებია გადმოცემული, ეთერში დღეს გავა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics