20:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 15:00:12, 1541 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება, მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს

უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება, მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე მოაწერა ხელი იმ იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც რუს ოკუპანტებს იარაღის გადატანაში ეხმარება.

"ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების დაბომბვა დილიდან განაახლეს. მტერმა C- 300 ტიპის სარაკეტო საზენიტო სისტემა გამოიყენა. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენად იქცა. რუსების ყველაფერს ბომბავენ. დონბასი ხარკოვი და ქვეყნის სხვა ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება. აუუკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება. მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს. ოკუპანტებს ხელი უნდა შევუშალოთ ფრონტის ხაზის მიღმა საჰაერო იერიშები მიიტანონ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი იარაღი მიიღონ. დღეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოვაწერე ხელი, ვინც ოკუპანტების იარაღის გადატანაში ეხმარება. სულ 185 კომპანია და ფიზიკურ პირს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებმაც დააწესონ",- განაცხადა ზელენსკიმ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics