|
2023-01-29 11:25:13, 1554 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინს ტელეფონით კვლავ ვესაუბრები, ჩვენ გვჭირდება ეს, მან უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან
მე კვლავ ვესაუბრები პუტინს ტელეფონით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. შოლცის თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება. "მე კვლავ ვესაუბრები პუტინს ტელეფონით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი. სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ეს საშინელი უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. როგორც შოლცმა აღნიშნა, პუტინთან ადრე სატელეფონო საუბრები "არ იყო არაკეთილსინდისიერი ტონით", მაგრამ მან არაერთხელ აჩვენა, რომ სურს "მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ძალით ანექსია" და კანცლერმა ამას "მიუღებელი" უწოდა. „დროდადრო ჩვენ განვიხილავდით ტყვეთა გაცვლის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები დაუბრუნდეს აქტუალურ საკითხს: როგორ გამოვიდეს მსოფლიო აქედან. საშინელი ვითარებაა“, - აღნიშნა შოლცმა. ცნობისთვის, 20 იანვარს გერმანიამ უკრაინისთვის ახალი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ განაცხადა. ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც კიევს ბერლინისგან მიუღია. ამავე დროს, გერმანია ძალიან რთულად დათანხმდა Leopard-ის ტიპის ტანკების უკრაინაში გადაცემას.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)