09:27 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 09:21:39, 1951 ნახვა

მსოფლიო
NBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ჩასვლას გეგმავს, მისი ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NBC news -ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორის არის პოლონეთი.

მათივე ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას.

"აღნიშნული  ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის",- წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics