16:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 09:24:34, 1721 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს

Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება ისეთი საბრძოლო საშუალებების მიწოდებაზე იყო კონცენტრირებული, რომელთა გამოყენება ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად დაუყოვნებლივ შეიძლება. 

„ბოლო გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ დაუყოვნებლივ ბრძოლის ველზე ძალების ბალანსის შესაცვლელად“,- განაცხადს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბახმუტში სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წინა 2 სამხედრო დახმარების პაკეტში უკრაინისთვის Bradley-ის 109 ქვეითი საბრძოლო მანქანა იყო გათვალისწინებული. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics