|
2023-01-23 16:01:41, 3426 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის
ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ლავროვის თქმითვე, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინაში რუსული ენის წინააღმდეგ შემოღებულ რეპრესიულ კანონებს. ცნობისთვის, 2019 წელს უკრაინაში ამოქმედდა კანონი „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ორგანო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ უკრაინული ენა. ამასთან, ლავროვმა არაერთხელ უწოდა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას „ჰიბრიდული ომი“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)