|
2023-01-23 15:20:59, 2139 ნახვა
ომი უკრაინაში
დავით არახამია - გაზაფხულზე კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება დაიწყება
დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაიწყება კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე წერს. მისი თქმით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ ყველა დონის ჩინოვნიკებს, რომ კონცენტრირებულიყვნენ ომზე, დახმარებოდნენ დაზარალებულებს და შეემცირებინათ ბიუროკრატია. "24 თებერვლიდან მოყოლებული, ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ ყველა დონის ჩინოვნიკებს: კონცენტრირდნენ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი. ბევრმა ეს გაიგო და ბევრმა სამწუხაროდ - არა. ალბათ, ამ გაზაფხულზე აუცილებლად დავიწყებთ აქტიურობას. "დროის ამოწურვა" აღარ იმუშავებს. ზოგმა ჩინოვნიკმა გონება ისე დაკარგა, რომ შიშისა და სინანულის გარეშე დაიწყო ძარცვა ეს ეხება როგორც გენერატორების ბოლო შესყიდვებს, ასევე თავდაცვის სამინისტროში ახალ სკანდალებს. დღეს კომიტეტში გავიგებთ სიტუაციას. მე ვიქნები ინიციატივით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საპარლამენტო კონტროლს დაუბრუნდეს",- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)