|
2023-01-22 18:32:26, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კოალიციას შექმნის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა შექმნის მცირე კოალიციას, რომელიც კიევს ტანკებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ მორავეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო, გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს, ამბობს, რომ "უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს გერმანიასთან ერთად, ან მის გარეშე". „თუ გერმანია არ დათანხმდება Leopard 2-ების გადაცემას, მაშინ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებიც მზად არიან, გაუზიარონ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას. უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს - გერმანიასთან ერთად, თუ მის გარეშე. ახლა გერმანიაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა შეუერთდნენ მისიას და შეაჩერონ რუსული ბარბაროსობა, თუ აირჩიონ, რომ ჩუმად უყურონ და ისტორიაში შევიდნენ, როგორც არასწორ მხარეს მყოფნი", - ამბობს მორავეცკი. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის. უკრაინისთვის Leopard 2-ის გაგზავნის საკითხს განიხილავს კანადაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკას გერმანია აწარმოებს, Leopard 2-ის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)