|
2023-01-22 11:57:19, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია - უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ერთიანობის დღეს ულოცავს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სახელმწიფოს ლიდერი აცხადებს, ქვეყნის სიძლიერე სწორედ მის ერთიანობაშია. ზელენსკის თქმით, ბრძოლის შეწყვეტა სახელმწიფოებრიობის, ხოლო ერთიანობის დაკარგვა დამოუკიდებლობის ვერშენარჩუნებას ნიშნავს. "დღეს უკრაინის ერთიანობის დღეა. ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინის მომავალ თაობას 2 სიბრძნე ასწავლა. პირველი - თუ ბრძოლას შეწყვეტ, ადრე თუ გვიან სახელმწიფოებრიობას დაკარგავ და მეორე - თუ ერთიანობა არ იქნება, დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებ. პირველი სიბრძნე ყოველთვის თან დაგვყვებოდა. 24 თებერვალს კი ვაჩვენეთ, რომ მეორე სიბრძნეც ვიცით. ეს ჩვენი ერთიანობის ახალი გამოწვევა გახდა. ეს მილიონობით ადამიანის ერთიანობაა. უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია. ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთობის დღეს", - განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)