|
2023-01-19 17:16:29, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთი უკრაინას 113 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს - რა გადაეცემა
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 113 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიოს. ეს დახმარების პაკეტი ესტონეთის მხიდან უკრაინისათვის ყველაზე დიდი შემოწირულობა იქნება. როგორც ესტონეთის უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად სამხედრო დახმარების პაკეტში ჰაუბიცები და საბრძოლო მასალები შედის. ესტონეთი უზრუნველყოფს:
"ესტონელებმა თავიანთი მტკივნეული ისტორიიდან იციან, თუ რა ხდება, როდესაც ბოროტება იმარჯვებს და დიდი ქვეყანა შთანთქავს პატარებს. თუ უკრაინა დაეცა, მსოფლიოს სხვა ნაწილების თავისუფლებაც საფრთხეშია. უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ყველას უფლებებს, ამიტომ გარდაუვალია უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ყველა ქვეყანამ უნდა გადახედოს თავის მარაგებს და მხარი დაუჭიროს ინდუსტრიებს, რათა შეძლონ მეტი და სწრაფი წარმოება". ესტონეთის მთავრობა ამ სახსრების ნაწილს საკუთარი რეზერვიდან მიიღებს. ესტონეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. „გულწრფელად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის დღეს გამოცხადებული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, ყუმბარმტყორცნებს და საბრძოლო მასალას. ესტონეთმა აჩვენა თავისი რეალური მხარდაჭერა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვაფასებთ ამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი საერთო გამარჯვება!" , - დაწერა მან ტვიტერზე. ესტონეთი აქტიურად ეხმარება უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის შემოწირულობით. ესტონეთმა უკრაინას უკვე გადასცა ჯაველინის რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, პირადი დამცავი აღჭურვილობა. ესტონეთის მიერ გაწეული დახმარება 257 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი პაკეტით ესტონეთის სამხედრო დახმარების ოდენობა 370 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია. გარდა ამისა, ესტონეთმა გერმანიასთან თანამშრომლობით უკრაინას გადასცა ორი საველე ჰოსპიტალი და თითქმის 15 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა, ასევე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი ნიდერლანდებთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)