|
2023-01-15 10:43:41, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია - 73
დნეპრში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა დანგრეული მაღალსართულიანი კორპუსიდან 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში ნანგრევებში არსებული სამი მცირე კერის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. "იგეგმება პერსონალის როტაცია. გაშლილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 4 კარავი და მოხალისეთა ერთი კარავი (კვებით უზრუნველყოფილია). საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა 40 დაზარალებულს დახმარება გაუწიეს", - ნათქვამია განცხადებაში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და საშიში კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი გრძელდება. სამუშაო ადგილის განათება უზრუნველყოფილია. როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ დასძინა, 40-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოებშია, ოთხი კი მძიმედ დაშავებულია რეანიმაციაში. მისი თქმით, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია. "წინასწარ, შაბათს მტრის თავდასხმამ საცხოვრებელ კორპუსის 72 ბინა გაანადგურა,დაზიანდა 230-ზე მეტი... მიმდინარეობს შენობის დანგრეული სტრუქტურების დემონტაჟი. თითქმის 3500 ტონა ნამსხვრევები უკვე ამოღებულია", - განაცხადა რეზნიჩენკომ. ცნობისთვის, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი დნეპრი დაბომბეს. რაკეტა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა. მაღალსართულიან შენობაზე დარტყმა რუსული ხ-22 რაკეტით განხორციელდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)