|
2023-01-14 12:40:50, 1647 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ეკონომიკა „სამხედრო რელსებზე“ გადაჰყავს. მათივე ცნობით, ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა „პუტინის მიერ მიღებული ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციისთვის მოწმობს, რომ რუსეთი საომარ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადება. ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა. ოკუპანტი ქვეყნის მცდელობები მოიზიდოს ყველა სამხედრო რესურსი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად დანიშვნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას მოწმობს, არამედ ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი ომის გასაგრძელებლად რუსეთის ფედერაციის მზადებასაც ადასტურებს”,- აცხადებენ დაზვერვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)