|
2023-01-14 10:14:28, 1674 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დონეცკის ოლქისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება
დონეცკისთვის, ბახმუტისთვის, სოლედარისთვის და კრემინასთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალები სწორედ ამ მიმართულებებზე გადაისროლა, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფოს იცავენ. "მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ დავალებებს! მადლობა "კრაკენის" ქვედანაყოფის მებრძოლებს გადამწყვეტი ქმედებებისთვის მტრის გასანადგურებლად სოლედარის რაიონში! მადლობა საერთაშორისო ლეგიონის ჯარისკაცებს და "შამანის" ქვედანაყოფს, რომლებიც მამაცურად იცავენ ბახმუტს! სრულმასშტაბიანი ომის 324 დღე და როგორ შეიცვალა რუსეთისთვის ყველაფერი... უკვე ერთმანეთში უპირისპირდებიან, ვის უნდა მიეწეროს რაიმე ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მეტი ზარალი მივაყენოთ მტერს. მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს! როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენს ყველა სხვა ფრონტზე. ამიტომაც დღეს მინდა გამოვყო უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი, ვინც ჩვეულებრივ სრულიად ჩუმად მუშაობენ და ვისზეც ცოტას ლაპარაკობენ. მაგრამ მათ ნამდვილად მოაქვთ პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, ჩვენი დამცველებისთვის. მადლობა ამისთვის! მადლობას ვუხდი უკრაინის უშიშროების სამსახურის ყველა პერსონალს, რომლის შედეგებს საზოგადოება ხედავს ბრძოლაში, კერძოდ, კოლაბორანტებთან და დივერსანტებთან. მადლობა მათ ამისთვის! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის მუშაობს! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს! დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)