13:08 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 18:51:42, 1610 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ დასძინეს, რომ უკრაინის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკეევკას, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, როზდოლივკას, სოლის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, პრედტეჩინეს, კურდიუმივკას, ვოდიანეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ველიკა ნოვოსილკას დასახლებულ პუნქტებში.", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics