|
2023-01-13 15:10:45, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ სოლედარს აკონტროლებენ
რუსეთი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი თითქმის მთლიანად დაიპყრო. ქალაქის დაკავების შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში ამბობენ, რომ სოლედარის "გათავისუფლება" 12 იანვარს დასრულდა. „12 იანვრის საღამოს დასრულდა სოლედარის გათავისუფლება, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული შეტევითი ოპერაციების გაგრძელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაცია უარყოფო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)