10:17 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 12:47:47, 1288 ნახვა

მსოფლიო
შვედეთში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს - ევროპაში მსგავსი მეტალები არ მოიპოვება

შვედეთში აღმოაჩინეს იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მობილური ტელეფონებისა და რაკეტების წარმოებისათვის. 

ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალები არ მოიპოვება. შვედი მინისტრი მიესალმა აღმოჩენას და დასძინა, რომ საბადო შეიძლება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

2021 წელს ევროკავშირში გამოყენებული იშვიათი მეტალების დაახლოებით 98% ჩინეთიდან იყო იმპორტირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება. 

ამ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაიზრდება. 

​"ლითიუმი და იშვიათი მეტალები მალე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზი". - თქვა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა გასულ წელს.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთის ენერგეტიკის მინისტრმა ება ბუშმა თქვა, რომ ევროკავშირი "ზედმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე ამ მასალებისთვის" და დაჟინებით მოითხოვდა ცვლილებას.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი ნედლეული შესაძლოა ბაზარზე 10-15 წლამდე ვერ მოხვდეს, რადგან გარემოსდაცვითი რისკის შეფასების გამო ნებართვის პროცესებს დრო სჭირდება, თუმცა კომპანია LKAB-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან მოსტრომი სახელმწიფოს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics