|
2023-01-13 12:40:47, 1290 ნახვა
მსოფლიო
პრაისი სოლედარზე - მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს
მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ პატარა ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა ახალ ამბებში ხვდება, მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს ეტაპობრივი წინსვლის განხორციელება მხოლოდ დიდი დანაკარგების ფონზე უწევთ. "თავად ის ფაქტი, რომ პატარა ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა ახალ ამბებში ხვდება, მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს ეტაპობრივი წინსვლის განხორციელება მხოლოდ დიდი დანაკარგების ფონზე უწევთ. თუმცა, აქაც ჯერ დადასტურებული არ არის, რომ მათ სოლედარი დაიკავეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ჯერ მხოლოდ მტკიცება უწევთ, რომ ეს მცირე წინსვლა განახორციელეს. მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს. უკრაინული ჯარი, თავის მხრივ, ძალიან ეფექტურად იბრძვის, რუსებს უკან დახევას აიძულებს და ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიებს იბრუნებს",- განაცხადა პრაისმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)