|
2023-01-12 16:41:45, 1653 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციას 2014 წლის სცენარის გამეორების იმედი არ უნდა ჰქონდეს
ომი 1991 წლის საზღვრებზე ტრიბუნალით, რეპარაციებითა და სამუდამო პატიმრობით დასრულდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციას 2014 წლის სცენარის გამეორების იმედი არ უნდა ჰქონდეს. "კიდევ ერთხელ ოფიციალურ პოზიციაზე:
შეგახსენებთ, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)