10:17 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 11:33:56, 1334 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს

მინსკში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავების მიზეზი უცნობია.

ანდრეი დმიტრიევი საზოგადოებრივი მოძრაობის "უთხარი სიმართლეს" ყოფილი თანათავმჯდომარეა. ორგანიზაცია 2010 წელს შეიქმნა, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში გაუქმებული იქნა ბელარუსის უზენაესი სასამართლოს მიერ, ორგანიზაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო.

ის ​ალექსანდრე ლუკაშენკოს აქტიური მეტოქეა. 2020 წლის არჩევნებზე თავად ანდრეი დმიტრიევი გახდა ბელარუსის ამჟამინდელი მმართველის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგისტრირებული ოპონენტიდან ერთ-ერთი. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, მან ხმების 1,21% მიიღო. 

დმიტრიევი უშიშროების ძალებმა არაერთხელ დააკავეს, ბოლოს პატიმრობაში 2022 წლის აგვისტოში იმყოფებოდა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics