12:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 22:56:51, 1814 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინას სწრაფად უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა

"ჩვენ [უკრაინას] სწრაფად უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა.", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს.

მისივე თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც  NATO-ს მოკავშირეები უწევენ უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად.

"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უწევენ უკრაინას თავის მამაც ბრძოლაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. დრო გადამწყვეტია. ჩვენ სწრაფად უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა.", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics