|
2023-01-11 17:31:58, 1908 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის
"რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავარაუდოდ, ნამდვილი სწავლებაა და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება.", - ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში. განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში ინახავს, ისინი ძირითადად ჩართულნი არიან საწვრთნელ ოპერაციებში, აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოადგენდნენ სანდო შემტევ ძალას. "2023 წლის 8 იანვარს ბელარუსიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში 2023 წლის 16 იანვრიდან 1 თებერვლამდე. რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავარაუდოდ, ნამდვილი სწავლებაა და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად ჩართულნი არიან წვრთნებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენენ სანდო შემტევ ძალებს.", - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის სამინისტრომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)