11:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 17:03:49, 1680 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - ახალ რეგიონებში რთული ვითარებაა, 2030 წლისთვის ცხოვრების რუსულ დონეს უნდა მიაღწიონ

რუსეთის "ახალ რეგიონებში" შექმნილი რთული ვითარება არ არის მიზეზი, რომ მოსახლეობის პრობლემების მოგვარება გადავადოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა. 

პუტინმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ოთხივე რეგიონში ვითარება გართულებულია, თუმცა მას აქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მიაღწევენ ცხოვრების "რუსულ დონეს"  მრავალი პარამეტრის თვალსაზრისით.

„ახალ სუბიექტებში ვითარება გართულებულია, ზოგიერთ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გრძელდება, ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მიზეზი იმისა, რომ შესვენება და ყველაზე აქტუალური საკითხების გადაწყვეტა მოგვიანებით გადავდოთ. ახლა უკვე კონკრეტული მიზნები უნდა დავისახოთ და თანდათან, ეტაპობრივად, მივაღწიოთ მათ გადაწყვეტას. მინდა ვნახოთ ცვლილებები უკეთესობისკენ.

2030 წლის ჰორიზონტზე მათ უნდა მიაღწიონ რუსულ დონეს ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, სოციალური მომსახურების დონის, ცხოვრების ხარისხის მრავალი სხვა პარამეტრის თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური, სასიცოცხლო საკითხები უნდა გადაწყდეს ახლა, ოპერატიული რეჟიმში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics