|
2023-01-07 22:24:56, 1698 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა, იუწყება Lb.ua საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას ხელი 28 დეკემბერს მოეწერა, თუმცა ოფიციალურად არ გახმაურებულა, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ჩამოთვლილ მღვდლებს შორის არიან ტულჩინსკის და ბრატსლავის მიტროპოლიტი იონათანი (რომელსაც რუსული პასპორტი აქვს და ეჭვმიტანილია ღალატში), ასევე მისი ახლო თანამოაზრე ლადოგას ეპისკოპოსი სერგიუსი. მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურს, რომელმაც შესაძლოა შემდგომში სასულიერო პირების დეპორტაცია მოახდინოს. "დღეს გამიხარდა, რამდენი ადამიანი, რამდენი ჩვენი ჯარისკაცი მოვიდა სათაყვანებლად კიევ-პეჩერსკის ლავრის ტაძარში - იმ წმინდა ადგილას, რომელიც უკრაინული კულტურული ტრადიციის ერთ-ერთი სათავეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის გულწრფელი ლოცვა დღეს ლავრაში ისმოდა და გაისმის და სხვა არავინ გახდის უკრაინელს ლავრაში უცხოდ. უკრაინის დამოუკიდებლობა ძლიერი უნდა იყოს ყველა ელემენტით და ასე დარჩება. ყოველთვის." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)