|
2015-02-06 18:41:34, 1364 ნახვა
საზოგადოება
მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით სიტუაციის შესწავლა განხორციელდა
მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე სიტუაციის შესწავლა განხორციელდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესწავლის შედეგად, წყალმცირობა დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში დაფიქსირდა. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძვლზე დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ განხორციელდა მდ. მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლა. შესწავლის შედეგად დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში (დაახლოებით 10-12 კმ მანძილზე) დაფიქსირდა შესამჩნევი წყალმცირობა, წყლის ხარჯი დ. კაზრეთთან შეადგენდა 0,5 მ3/წმ. ასევე დადგინდა, რომ ჰიდრონაგებობიდან მდინარეში ჩამდინარე წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 80%) გადაგდებული იყო მცირე ჰესის ასამუშავებლად კაზრეთის სარწყავი სისტემის წყალგამყოფი კვანძიდან გამომავალი დიუკერის მეშვეობით. მდინარე მაშავერადან წყალაღებას ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ და ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მცირე ჰესს. ჰიდროელქტროსადგურისათვის წყლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი რეჟიმების მიხედვით. 2015 წლის 5 თებერვლის 17 საათისათვის მდ. მაშავერაზე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე წყალმცირობა შენარჩუნებულია. ამდენად, მდ. მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold მიერ წიაღით სარგებლობის სამუშაოებს. ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)