18:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 16:07:05, 3290 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიში, ხერსონის ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა

რუსი ოკუპანტების ძირითადი სარაკეტო იერიში ქალაქ ხერსონის ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "აისიტივი" იუწყება.

ჟურნალისტების ინფორმაციით, შაბათი ბაზრობის დღეა, ამიტომ ხერსონის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ბევრი ხალხი იმყოფებოდა.

"რუსებმა მორიგი ტერორი ჩაიდინეს - დაბომბეს ქალაქის ცენტრი! ხალხი დაიღუპა, შენობები დაინგრა. ქალაქის ცენტრში მანქანები იწვის, დღეს დასვენების დღეა, უამრავი ხალხი იყო ქუჩაში. ახლა ყველა სამსახური მუშაობს", - თქვა ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ფოტოები გამოაქვეყნა. „სოციალური ქსელები სავარაუდოდ ამ ფოტოებს „სენსიტიურ შინაარსს“ ფოტოებად დაასახელებს. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსის  - ეს, არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება“, - წერს ზელენსკი.

დღეს ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, დაიღუპა 8 ადამიანი.

ხერსონი ომის უმეტესი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ის, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული უკრაინის მიწები, თავის ტერიტორიად გამოაცხადა. უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ბომბავდნენ გადასასვლელებს დნეპრის გასწვრივ, რაც ართულებდა რუსეთის ჯარების მიწოდებას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე; ნოემბრის დასაწყისში რუსულმა ჯარებმა ქალაქიდან უკან დაიხიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics