|
2015-02-06 17:24:30, 1382 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინეს
საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა. ხიდაშელს აღნიშნულ წარდგინებაზე დასათანხმებლად დრო დღის ბოლომდე აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეთავაზებას არ დათანხმდება. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ აქტიურ პოლიტიკაშია. როგორც ხიდაშელი ამბობს, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ მოულოდნელად მაშინ გაიგო, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საინიციატივო ჯგუფმა მისი კანდიდატურა დაარეგისტრირა. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)