07:03 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 21:39:24, 1930 ნახვა

ომი უკრაინაში
ნენსი პელოსი ზელენსკიზე - აშშ-ს კონგრესისთვის პატივია უმასპინძლოს აბსოლუტურ გმირს

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ ნენსი პელოსიმ ოფიციალურად მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმერ ზელენსკი კონგრესში გამოსვლისთვის.

მან უკრაინის პრეზიდენტს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერებისგან წერილი გაუგზავნა.

კონგრესის სპიკერმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში დასძინა, რომ ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის ახლა არის ბრძოლა თავად დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში.

„აბსოლუტური გმირის მასპინძლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში, აშშ-ს კონგრესის პატივია. მე დავინახე უკრაინელი ხალხის გამბედაობა [მაისის ვიზიტის დროს], მათი თავდადება დემოკრატიისთვის, მათი ბრძოლა პუტინის თავდასხმის წინააღმდეგ - ისინი იბრძვიან ჩვენთვის დემოკრატიისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა პელოსიმ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ზელენსკი ვაშინგტონს 21 დეკემბერს ეწვევა და ბაიდენს შეხვდება. 14 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო ოფიციალური მოწვევა.

CNN-მა გამოაქვეყნა მისი ვიზიტის გეგმა (დრო მითითებულია კიევში):

21:00 - შეხვედრა ბაიდენთან;

21:30 - ორმხრივი შეხვედრა ბაიდენთან;

23:30 - პრესკონფერენცია ბაიდენთან;

01:15 - შეხვედრა ნენსი პელოსთან;

02:30 - გამოსვლა კონგრესის საერთო კრებაზე.

ზელენსკის ვიზიტის დროს ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოაცხადებს უკრაინას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, ასევე NASAMS და HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებს, Stingers MANPADS-ს და თვითმფრინავის საწინააღმდეგო აღჭურვილობას. შეხვედრაზე გამოცხადდება უკრაინის ფინანსური დახმარების შემდეგი პაკეტი 40 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით.

ზელენსკიმ პირველად დატოვა უკრაინა რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics