06:09 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 09:32:30, 1913 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვამზადებთ მშვიდობის სამიტს ჩვენთვის და იმათთვის, ვინც შეიძლება რუსეთის ტერორს დაექვემდებაროს

ვამზადებთ სპეციალურ სამიტს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება. 

„ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, იმავე ტერორს, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე.

უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ათი ნათელი წერტილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც გლობალურად მნიშვნელოვანია. რაღაც, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება სხვა ხალხების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, ჩვენ ვიწვევთ პარტნიორებს, გამოიჩინონ თავიანთი ლიდერობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც ახლა ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწის ლიდერობა თავისუფლების დასაცავად.

ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს რუსეთი“,-  განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონბასში, ბახმუტთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, 17 დეკემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ბახმუტთან რუსი დამპყრობლების განადგურებული პოზიციები აჩვენა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics