|
2022-12-18 18:57:25, 3870 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ზნეობის ასამაღლებლად ომის ფრონტზე მუსიკოსებს გაგზავნის
რუსეთი აცხადებს, რომ ზნეობის ასამაღლებლად მუსიკოსებს უკრაინაში ომის ფრონტზე გაგზავნის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" ფორმირება ამ კვირაში გამოაცხადა და დასძინა, რომ მასში შედიოდნენ როგორც ვოკალისტი, ასევე მუსიკოსები. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, ახალი შემოქმედებითი ბრიგადა - რომელიც აწარმოებს კამპანიას, რომ საზოგადოებამ მუსიკალური ინსტრუმენტები სამხედროებს გადასცემ - ისტორიული ხერხია მორალის ასამაღლებლად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები დაბალ მორალს რუსეთის ჯარში რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ. რუსული გამოცემის RBC news-ის თანახმად, ბრიგადა დაკომპლექტდება პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქვეშ მობილიზებული ჯარებისგან, ასევე „პროფესიონალი ხელოვანებისგან, რომლებიც ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში“. "ახალ დანაყოფს დაევალება შეინარჩუნოს მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)