|
2022-12-16 17:11:10, 2196 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ახალი პაკეტი ითვალისწინებს სანქციებს თითქმის 200 ადამიანისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაში და ბავშვების გატაცებაში. „სანქიცები ფოკუსირებულია ტექნოლოგიაზე, ფინანსებსა და მედიაზე, რათა კიდევ უფრო შეარყიოს რუსული ეკონომიკა და „სამხედრო მანქანა“. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სანქციებს თითქმის 200 ადამიანისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაში და ბავშვების გატაცებაში",- წერს ლაიენი. ამასთან, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, სანქციების სიაში შეტანილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 168 რუსული კომპანია. ევროკავშირმა ასევე გააფართოვა საინვესტიციო აკრძალვები რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკისა და სამთო სექტორების მიმართ, ასევე რეკლამა, ბაზრის კვლევა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რუსული ბიზნესისთვის. სანქციები ასევე ვრცელდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის ექსპორტზე, რაც ართულებს იარაღის წარმოებას ან შეკეთებას. ეს ეხება:
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)