|
2022-12-15 09:35:08, 3076 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს - ასეთ პირობებში თავდაცვა მხოლოდ გმირობა არა, რაღაც უფრო მეტია
რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლს, ვოლნოვახას, ბახმუტს. ასეთ პირობებში თავდაცვა მხოლოდ გმირობა არაა, რაღაც უფრო მეტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზზე, სადაც მტერი ყველაფრის განადგურებას ცდილობს, თითოეული მეტრის მოპოვება უკიდურესად მძიმეა. "ფრონტის ხაზზე სიმშვიდე არ არის. ადვილი და მარტივი არაფერია. ყოველი დღე და ყოველი მეტრის მოპოვება უკიდურესად მძიმეა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მტერი ცდილობს, რომ არტილერიით გაანადგუროს ყველაფერი ისე, რომ მხოლოდ ნანგრევები და მიწაში კრატერები დარჩეს... მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ ოკუპანტების ზეწოლას. მინდა ვისაუბრო 46-ე ცალკეული საჰაერო ბრიგადის მეომრებზე, რომლებმაც ძალიან ოსტატურად და მამაცურად დაამარცხეს მტერი მორიგი შეტევის დროს და აიძულეს უკან დახევა. ყოჩაღ! ასევე მინდა აღვნიშნო მე-80 და 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადების მეომრები, რომლებიც იბრძვიან კრემინის მიმართულებით თანაც ძალიან ეფექტურად. მადლობა, მებრძოლებო! მადლობა ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო არტილერისტებს და საჰაერო ძალებს, რომ ირანული დრონების მორიგი თავდასხმა მოიგერიეს. კიევის რეგიონის ცას საჰაერო ძალების 96-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა იცავს - მადლობა ბიჭებო! დიდება ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის! დიდება ყველას, ვინც თავისი სიმამაცით და ეფექტურობით ავსებს სიტყვას, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში ისმის, სიტყვა - უკრაინა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)